პოეზია · ლირიკა
თოვლი თბილისში
ზაურ ბოლქვაძის, მორის ფოცხიშვილის,გიორგი ცაბაძის ხსოვნასახლა თბილისში ისე მაგრად თოვს,მთაწმინდა მოგავს ზღვაში სეინერს,თოვლი დამალავს მალე მადათოვსდა რუსთაველზე გაისეირნებს.ჩვენც რუსთაველზე გავისეირნოთ(რამ დამასიზმრა წუხელ მორისი?!),თოვლი მოვიდა საესენინო,ისეთი, რიაზანმა რომ იცის.ვინ ჩაგვიტოვა თოვლში ყვავილი,მთებში _ მტკვარი და მტკვარში _ ნავები,სკვერში პუშკინის ძეგლთან გავივლიდა გენიოსებს ვეგუნდავები.გამოდი, მალე მოვა ზაური,ცაში ფანტელმა შეკრა ირაო,ერთად ავტეხოთ აურზაურიდა `ინტურისტი~ ავაყირაოთ.რად საჭიროა ძველი არღანი,როცა აქ არის გოგი ცაბაძე,მისი მუსიკის ჰანგი მაღალიანათებს ჩვენი სულის დარბაზებს.მე კი ქათქათა ფანტელს დავეძებ,რომელმაც ცაში შეკრა ირაო,ფანტელმაც იცის, დღეს რუსთაველზეილიამ უნდა ჩამოიაროს.ახლა თბილისში ისე მაგრად თოვს,მთაწმინდა მოგავს ზღვაში სეინერს,თოვლი დამალავს მალე მადათოვსდა რუსთაველზე გაისეირნებს.