↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

მეორე ნახევარი

ზოიძე შოთა

2006-07-121 წთ საკითხავი2062 ნახვა

—
ღვინოსავით დიდხანს უნდა შენახვა,სიყვარული ცეცხლია და გენია.ჩემი გულის ნახევარი შენა ხარ,დანარჩენი ნახევარიც შენია.შემოგევლოს ათასობით მხევალი,ათას ლელას შენ ერთი მირჩევნიხარ,შენ ხარ ჩემი პირველი ნახევარიდა მეორე ნახევარიც ჩემი ხარ.ფენიქსივით აღმადგინე ხელახლა,სად ვიხილავ შენისთანა მშვენიერს,ნახევარი საქართველო შენა ხარ,დანარჩენი ნახევარიც შენია.ბედი თუა ჯანდაბაშიც მოგნახავს,გინდ იყავი მეტყევე, გინდ მეველე,ოცნებაში ჩემი ლიზა მონა ხარ,ლეგენდაში _ მშვენიერი ელენე.ჩემი გულის ნახევარი შენა ხარ,დანარჩენი ნახევარიც შენია,ტყვიასავით დამახალე ხელახლაგულში შენი სიყვარულის გენია!

ზოიძე შოთა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი