პოეზია · ლირიკა
* * * "რა გითხრა, ანდა რით გაგახარო"
რა გითხრა, ანდა რით გაგახარო,როცა სიხარულს თვითონ არიგებ,ვერ დაგპირდები მზეს და სამყაროსდა ეიფელის კოშკს ვერ აგიგებ.ვერ დაგპირდები მზეს და დუნიას,ვერ მოვიგონე სხვა ვერაფერი,მხოლოდ და მხოლოდ სიყვარულიაჩემი ტაძარიც და ეიფელიც.სხვა ყველაფერი არაფერია,სიყვარულია მხოლოდ ახალი,ლამაზი, ვიდრე ეიფელია,პირამიდაზე უფრო მაღალი.სხვა რა დაგპირდე, რით გაგახარო,როცა სიხარულს თვითონ არიგებ,ვერ გავეყრები მზეს და სამყაროსდა ეიფელის კოშკს ვერ აგიგებ.