პოეზია · ლირიკა
ახდება
წუხელ დამესიზმრე შავი ტანსაცმელით...უხდებათ... ცრემლები კუბოსთან ყვავილებს...უკან აკრეფილი თმებით – გასაშლელითგიხდება... როდესაც შენ ტირილს აპირებ....იცი? - ეს სიზმარი ჯერ არ ამხდენია,თითზე შემრჩენია ფეფრფლი სიგარეტის...გარეთ დაქანცული იდგა გამთენიაშუბლზე მიბჯენილი ნამგალა მთვარეთი.მგონი გაიხსენე შენ უკვე ის დრო დასიცხით გათანგულის ჩახსნილი საკინძე...გულაღმა ვეგდე და არავინ მინდოდაშენ კი დაბზარული გული დამაფიცე.რომ არ დავხუჭავდი თვალებს არგახელითარ შეგატოვებდი დროს განმარტოებით...შენ რომ არ ჩაგეცვა შავი ტანსაცმელი -მე დავრჩი... და შენ კი წახვედი... დროებით....მძევლად დაუტოვე სახეს განშორებაროგორც გაფითრებულ გვამების ვიზაჟი...იცი? – სიყვარულიც მალე აშმორდებათუკი არ გაყინე... ან ჩადე მიწაში!.წუხელ კი... კუბო იდო ოთხად მოკეცილიდა მასში ხელები მეცნო გაცილებით...თითებიც ვიცანი გულთან მოკრეფილინერვიულობისგან დაჭმული ფრჩხილებით.ასე ნერვიული მქონდა დაბადებაცისე მიტაცებდა გზა მოუსვენარი...უკვე აღარ მინდა წარსულს გადავხედოჩემს თავს შევხედო და ვთქვა – ცოტა ვერ არი!.დაბადებიდანვე დარდი გამჩენია –მომყოლი იყო და არაფრით მომცილდა...მერე სიყვარულის ბუშტი გამსკდენიადა ყველა მიყვარდა ვისაც კი ვკოცნიდი.წუხელ კი... ვიცანი დაჭმული ფრჩხილებიგულიც, დანაბზარი და დანაფიცარი...თვალში სიმყუდროვედ ახლაც მეჩხირებაოთხად მოკეცილი ოთხივე ფიცარი....ქვითინით მოჰქონდათ დარდი გასაცვლელი -წრეზე მოდიოდნენ კაცები... ქალები...იცი? – გიხდებოდა შავი ტანსაცმელი...ვიცი – მიხდებოდა მე გარდაცვალება....კიდევ გიხდებოდა ღაწვი ნაწვიმარიდა პანაშვიდები მას ვნებით კოცნიდნენ...მინდოდა ვინმესთვის მეთქვა სამძიმარივდარდობდი დარდების გადახდილ ქორწილზე....ვბერდები, ანდა თავს ვიბერებ ნამეტარსრომ ხელი იმ დროებს არავინ არ ახლოს!მე აღარ მჭირდება ის თეთრი კარეტა,ვერც ბედნიერებას ამოვთხრი დამარხულს....იცი? - განშორება ამის ჩამდენია...ზურგით მოვტრიალდი... პირდაპირ წავედი...უკან თავმოკლული ეგდო გამთენიაშუბლში გარჭობილი ნამგალა მთვარეთი
2008