↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

არაფერი

სვანიძე ბაკურ

2012-11-121 წთ საკითხავი2365 ნახვა

—
მე მოვალ შენთან! –ბანალური არის სიტყვები...ზუსტად ისეთი, როგორც ახლა ჩვენი განწყობა...არაფერს გეტყვი,შენ ყველაფერს ისეც მიხვდები –წასვლისას ყველა გულნატკენიც ასე ამბობდა....დამელოდები? –არც ეს კითხვა არის ახალიდა უფრო ხშირადპასუხია – თავის დაქნევა...ისიც იცი, რომ არაფერი აღარ მახარებსდა მხოლოდ ძველი სურვილია –კვლავ გადარევა!.რითმებიც ძველი –მაგ ცრემლების ტბებმა დატბორაგემი, რომელიც ტრფობის ზღვაში დიდხანს ვატარე...და ალბათ ფიქრობ –რა იქნება ის მეტაფორაჩემს მოსვლას ახლა, ბოლო სტროფში რომ შევადარებ....დაგელოდები! –თავის ქნევით მპასუხობ რახანდა წამწამებიც სინანულის ფერით მორთულან...მე მოვალ შენთან!როგორც...თოვლი მოვიდა შარშან!შარშან კი...თოვლი...როგორც მახსოვს...სულ არ მოსულა...
2008

სვანიძე ბაკურ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი