პოეზია · ლირიკა
თვალები... ლი
(ძალიან არაჩემებური ლექსი)
შენ ახლა თვალები არ გაქვს... ლი...ცხოვრებას ჯოხივით აცეცებ,წამებს ცხვრებივით თვლისიცოცხლეს სასჯელად აწესებ....შენ ისევ ვერ გძინავს... ლი...უბრალოდ, დახუჭულ თვალებშიუგულოდ დაწერილ ფურცელს შლიჯერაც ვერგათენებულ ღამეში....ასე ხომ ცუდია ძალიან... ლი...მინდა, რომ არ იყოს ცუდიიმ თვალებს დარჩენილ დღეებში ვცვლი –წაიღე სუყველა წუთი.თუკი ჩემს ვერნახვას... ლი...თვალებზე სალბუნად დაიდებ -დამითმე ორივეს ტკივილი...მე მხოლოდ ტკივილებს წავიღებ....თუ რამეს გიშველის სიტყვები... ლი...მიყ-ვარ-ხარ... მიყ-ვარ-ხარ... მიყ-ვარ-ხარ...ასე სიყვარულის დამარცვლითიმ თვალებს ვეძებ და ვინახავ.და ისევ იმ დროებს... ლი...სულელი ბავშვივით ვაგროვებ...ალბათ, სისულელეც ძალიან გღლის...აღარ ვისულელებ, მადროვე....აღარ შემომხედო ასე... ლი...არაფერს უყურებ თითქოს...სულ ცოტა სიცოცხლეს თუ მაცლიცოტას შემინახავ სითბოს.................მე შენ დაგიბრუნებ თვალებს... ლი...
2008