↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ვერტკივილი

სვანიძე ბაკურ

2011-11-121 წთ საკითხავი2355 ნახვა

—
(მშვიდად, მამაზე... პრაქტიკულად, სიკვდილზე...)
მორჩა...მამა უკვე მიწაშია...ვზივარ...უცრემლობის ვყლაპავ დოზებს...სხვა მხრივ...ყველაფერი წესრიგშიაშილაც შემოსულა თავის დროზე.ამას მეუბნება ვიღაც ყურშიმესმის რომ შვილი ვარ – სანაქებო...რეკავს მობილურიც...სამსახურშიპრობლემა მოგვარდა საგანგებო.ჰოდა, მამა, მშვიდად ვისაუბროთ -ახლა მშვიდი ხარ და გამიგონებ:ყელსაც ის ტკივილი მიშრობს უფრო,რომ შენ ვერტკივილი დამიტოვე.და ეს ვერტკივილი ისე მტკივაგავხდი სხვის ტკივილზე მონადირე...მაინც მენატრები ისეთივე...და როგორც მორყეულ მოაჯირებს.ისე ვეყრდნობოდი შენს ცივ მაჯებსმაჯის ვეღარფეთქვაც ვიზეპირე...თვალებს უშენობას ძნელად ვაჩვევ,თუმცა ტკივილია ისე მცირე.სხვისგან მოსმენილი ტკივილებიმიკვირს... უფრო სწორად ჩემთვის მინდა...შენი სურათებით ვიპარებიჩემი ნერვიული ბავშვობიდან.იქ ხომ არაფერი აღარ დამრჩამოსანატრები და მისახედითითქოს ვეგუები ახალ განცდას -სუნთქვა ნაკლები და მიწა მეტი.ცრემლებს ვერდაღვრილებს არ ითვლიან...ვზივარ...უცრემლობის ვყლაპავ დოზებს...სხვა მხრივ...არაფერი დამიკლია -შილაც შემოსულა თავის დროზე...
2009

სვანიძე ბაკურ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი