↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

აჭარელ პოეტებს

სვანიძე ბაკურ

2011-11-121 წთ საკითხავი2355 ნახვა

—
"სიზმარ–სიზმარ მიბრუნდება შატბერდი და შორი ბანა"(ზურაბ გორგილაძე)"იცი, შავ ზღვას ბათუმში აფხაზეთის სუნი აქვს"(როი აბუსელიძე)"ჩემს საფლავზეც გაიხარებს სოხუმური კვიპაროსი თუ პალმა"(გენრი დოლიძე)"იდიდგულე, რომ ამფერი აჭარელი გყავდი განა"(ზურაბ გორგილაძე)
ბათუმში რომ ზღვა შავიააფხაზეთის გამოა!ზღვატკივილთან ნაზავიაუდილუსაღამოაეგ სიტყვები, მოდასტურერა ჯავრიც გაქვთ შიგნიდან:მხართან ბანას გადაჰყურებთ,ტუჩთან სოხუმს იკვნიტავთ!გული გიცემთ არტისტულიზოგჯერ წყენას გაურევთ...ბათუმისკენ წაზიდულითბილისური აურითდადიხართ და აჭარელობთდიდგულობთ და ქართველობთ!მინდა რომ ზღვა ავაჭრელოთსხვა ფერებად დავწეროთ -ვინ დამიშლის? და თუ მინდაზღვას ვარდისფრად დავხატავ...თქვენმა სუნთქვამ ბათუმიდანთბილისს ზეცა ახადა!საქართველო დაბზარულიახლა თქვენით ხმიანობს!თქვენი კილო აჭარულიქართულს აერთიანებს.ეგ ხმა ცამდე გრძნობით ატანსთან თავს გვიხრით მიწამდი,თქვენი ყარდაშ-ძმობითა დამემედ ბიძას ციცათი...ვერნახვისთვის თუ მემდურითმალე გნახავთ ძალიან -მომაგებეთ თქვენებურილექსით სავსე ნალია,ის სიტყვებიც – მოდასტურერა ჯავრიც გაქვთ შიგნიდან:მხართან ბანას გადაჰყურებთტუჩთან სოხუმს იკვნიტავთ...რომ აურით, თბილისურითზღვაც შევფეროთ სხვა ფერით...მერე დიდახნს ვიდიდგულებაჭარლებით ამფერით!
2010

სვანიძე ბაკურ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი