↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ბალადა

ლებანიძე მურმან

2017-10-122 წთ საკითხავი10413 ნახვა

—
უთორ-უაბჯროდ, უდროშოდ,უყმოდ და უხმლოდ მამაცობს, _თელავის ციხის ყუდროშიერეკლე ჭადრაკს თამაშობს. . .ივრის იქეთ და აქეთისამეფო თოვლში ჩაფლულა,თოვლში თეთრდება კახეთი,თოვს დაღესტნისკენ ზღაპრულად. . .მეფე ქიშს ეტყვის სოლომონს,სოლომან _ მარჯვედ დახვდება,სიცილით ჰკადრებს: `ბატონო,ქიშისგან მეფე არ კვდება!~ერეკლე ნათქვამს უხვდება,ულვაშში ჟღალი უხდება:`არ კვდება, მაგრამ, ვიცი მე,ქიშისგან მეფეც სწუხდება,ამდენი ვაი-ვიშისგან,ლეკის და სპარსის ჯიშისგან,შავღონდი, ჩემო მსაჯულო,ყოველის მხრიდამ ქიშისგან!~თოვს ამ ოცდახუთ დეკემბერს,თონეში შოთებს აკრავენ,ძირს თოვლი სისხლით შეღებეს _სამზადის კართან ტახს კლავენ.სოლომონ ჰყვება: `მეფეო,რაც ლეკს კისერი სხეპეო,რამ შაგაღონა, _ სახელიშენი მთელ ევროპს ვყეფეო. . .რაც ჯარი შეჰქმენ მორიგე,ვეღარ გვაკადრეს აკლება,ლეკი ხომ მივრეკ-მოვრეკეთ,სპარსიც გვიბედავს ნაკლებად~. . .ეს თქვა და ციხის ჭიშკართანუცბად ჩოჩქოლი შეიქმნა,`შესდექო!~ _ მეციხოვნეთაგუნდი ერთ მუშტად შეიკრა,ლეკი ხო ხსენებაზეა!ეს ვინ მოვარდა, ვინ არი?თელავის ციხის კარზეაკაცი ცხენდაცხენ მყვირალი.ბეჭში ნახმლევი შენიშნეს:_ ვინ ხარ? _ შილდელი გლეხია,საბუეს, შილდა-ენისელსლეკს გლეხი წაულეკია. . .მეფე ჯაჭვს იცვამს საჩქაროდ,სოლომონს _ ტყავქვეშ აცვია,შენც თავს დაგირქმევს, ჩაჩქანო,ვერ თქვან, რომ წიგნის კაცია. . .ოციოდ მხედრით გზას მოჭრის,ცხენს მეფე გრემში გამოცვლის,დაბადებიდან სამოცისმორიგე ლაშქარს წამოშლის:_ შილდისკენ! ენისელისკენ! _გააფთრებული გამოსცრის. . .. . . .ივრის იქეთ და აქეთისამეფო თოვლში ჩაფლულა,თოვლში თეთრდება კახეთი,თოვს დაღესტნისკენ ზღაპრულად.ჩვენ - თვლით ფარი და ჩაჩქანი!მტერი - ყოვლის მხრით მრავალი!ღმერთო, დალოცე ლაშქარიერაკლეს დროშით მავალი!კურთხეულ იყავ, შიშველოხმალო, შენ უნდა მიშველო,უბრალო, რიგით სპასავით,მეფევ, ხმალდახმალ მიმსვლელო!ბრძანად მოუბარნი ენანი,თითზე კბენანი რაღა დროს?!.წყეულიმც იყოს, _ შევძახებ, _შენს სულს, შენს ხმალს და შენს სახელსვინც საყვედური აკადროს!
1997
ლებანიძე მურმან

ლებანიძე მურმან: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი