↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

თეთრი ბატკანი

სვანიძე ბაკურ

2012-11-121 წთ საკითხავი2348 ნახვა

—
თავს არ მანებებენ ბოროტი აზრები –ბოღმას და სიშმაგეს დავანთხევ ნაგროვებს!მე ზეცას ავდრიან ქუხილით გავცდებიდა ცათა მეუფეს ღრუბლებთან დავტოვებ!.დაფლეთილ ფიქრებში მეჭრება ვიღაცადა მეტი სიმშვიდის არა ვარ ამტანი!გონებამ თვალებთან კვლავ გამოიტაცაწითელი სისხლი და ის თეთრი ბატკანი!.გამოჭრილ ყელიდან უმწეოდ ვაბღავლებთდა ამით საკუთარ სიკვდილებს ვეჩვევით!ედემის ბაღები ჩვენ უკვე დავცალეთ –სუყველას გვჯერა, რომ სამოთხეს ვეწვევით!.მაგრამ მონდომებით აცხელებს შამფურებს –მახინჯი სულების არა აქვს ატანა!და სანამ უფალი მოწყალედ დაგვყურებსრა მოჰკლავს განკითხვით კმაყოფილ სატანას!.რაღაცას ცოდვილობს სამყარო მიხრწნილიდა კაცთა იმედებს ღრუბლებთან აცილებს!ყველაზე მარტივი შიშია სიკვიდილი...ვიღაც ჯოჯოხეთით უნიჭოდ მაშინებს!.ვინ არის – ურცხვად რომ დამცქერის ზეციდან –რამეს რომ დამიშლის ან გამაბედინებს!მე სასაკლაოზე დავკალი ღმერთი დათეთრ ბატკანს უცოდველ ზვარაკად შევწირე!

სვანიძე ბაკურ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი