↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

მე... შენ... ჩვენ

სვანიძე ბაკურ

2012-11-121 წთ საკითხავი2356 ნახვა

—
მე... ისეთი სიყვარული გამოვცადეაწი უნდა შევიყვარო ვინღა...დამაცადე... სავსე მთვარის ამოსვლამდეგევედრები – ნურაფერს ნუ მკითხავ....შენ... ისეთი სიყვარული დამანახეკიდევ ვინმე დაინახავს?... ნეტავ...გავჩუმდები... ოღონდ თქვი რომ დამიძახებ,თქვი რომ ისევ მომანატრებ შენს თავს....ჩვენ... ისეთი სიყვარული დავასვენეთყელზე ლურჯი ძარღვივით რომ თრთოდა...იქნებ გახსოვს... მაშინ მოდი – გამახსენეავადმყოფის უთავბოლო ბოდვა....და უძილო ღამესავით დამათენეთვალთან შენი არეული სუნთქვა...მე... ის შმაგი სიყვარული გადავთელეროცა ვნებით ჩურჩულებდი ყურთან....მომაჩვენე – იქნებ ისევ გამიხარდესრაც ამღვრევდა თვალებს ნაცამტვერებს...შენ... ეს ტრფობა ასე რატომ დამიხატესხვა რომ ვეღარ შეუხამებს ფერებს?....გამახსენე ასე რატომ მიზიდავდაგაზაფხულის ღამეების სუნი...ჩვენ... ასეთი სიყვარული დაგვეკარგა –მას ასეთი ჰქონდა... დასასრული...
2005

სვანიძე ბაკურ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი