↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ნაოჭები

სვანიძე ბაკურ

2012-11-121 წთ საკითხავი2353 ნახვა

—
ჩემი საკუთარი რელიგიისმე ვარ ერთადერთი მიმდევარითუმცა მე არავინ გამიგია,იქნებ ჩემნაირი კიდევ არი.მხოლოდ ავანსებად გამიციაყველა ღამის თეთრად გახამება,ჩემი გონება და სინდისიაჩემთვის სამება და სახარება.ისევ ცუდი მიდგას ამინდებიალბათ მაინც მიღირს დაგელოდო -შენი წაქეზებით აფრინდებაგული – დაცემული ანგელოზი.შენი ფიქრი ახლა უბელოაგრძნობებს შეცდომებად დააჭენებწუთებს ბედნიერს თუ უბედოებსუშლი და ისევ უწერ განაჩენებს.მე კი მაშინ მოვალ როცა შვებითვნებას დაღლილ მკერდზე მიაძინებ...მაშინ გაგიმხელენ ნაოჭებიჩემი სიყვარულის სინამდვილეს..როცა ძლივს მისული სახლის კართანგული ამოჯდომას ითაკილებსახლადგაცნობილი კაცის ნაცვლადმეზობლის ბავშვი როცა მიგაცილებს.მოვალ, როცა უკვე მიწურებადდადგამ შენთვის მოძღვნილ სასახლეებს...გულთან ჩამუხლული უძლურებაყველა გულისტკენას გაპატიებს..როცა არ ექნება აზრი ღალატსროცა მიეჩვევა ყური ჭორებსროცა თავხედი და ნაძირალაეჭვი საბოლოოდ მიგატოვებს.თვალებში კვლავ გექნება ნაპერწკლებიშუბლზე – ნაპერწკალთა ანათვალი...მერე არასოდეს გაგეცლებითუნდაც უკვდავება დამავალო.როცა ვეღარაფრით გაოცდები,სუნთქვას დაღლილ მკერდზე მიაძინებ,მაშინ აგიხსნიან ნაოჭებიჩემი სიყვარულის სინამდვილეს(ბაკურ სვანიძე)2008

სვანიძე ბაკურ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი