↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ოფოფები

სვანიძე ბაკურ

2012-11-121 წთ საკითხავი2351 ნახვა

—
მაინც შენმა მონატრებამ მომიარა,ისევ შენი მომიფრინდნენ ოფოფები...მე ცხოვრება გადამექცა ბოდიალად...ან თვითონ ვარ მაწანწალა – მოწოდებით!
ნუ ელი, რომ ჩემს ლექსებში მოვა წვიმადა უნაზეს ოცნებებით დაგასველებს...ცელიანმა კაცმა თუკი გამიღიმამხოლოდ შენი მონატრება გამაჩერებს...
ვიცი, თუმცა, ამ ლექსებით იხიბლები,უჩემობას არასოდეს მაპატიებ...მაინც შენი მიხსენებენ ოფოფები,ჩემი ვნება სხვას ვერავის დავაწიე!
ჩემი ბედით იმიტომაც ვიბოღმები –მხოლოდ შენთვის გააგორა კამათელმა,ჩემი თავი ღმერთმა უღვთო გაბრაზებითშენ გადმოგცა, ვით უტკბილეს ანათემას...
თვალებს – შენი მონატრებით დაფერილებსისევ შენი ელანდებათ ოფოფები...მივუყვები ჩემი სულის ქვაფენილებს –სულში უკვე აღარ არის მწვანე გზები!
ალბათ გრძნობაც აღარ არის ისე ნაზიროგორც მაშინ, ეგ თმები რომ მაფეთებდა...წაიკითხე მაწანწალის მუხამბაზი,მაპატიე ცხელი სისხლის გათეთრება...
შენი თეთრი ოცნებების დარბაზებისულისძვრებმა თუკი ჯერაც არ დაბზარა,დედოფალო! აპატიე ოფოფებიმოწოდებით ახირებულ მაწანწალას!
(ბაკურ სვანიძე)2006

სვანიძე ბაკურ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი