პოეზია · ლირიკა
ცივი ლექსი
მგლები ყმუიან თავდახრილი ტოტების მტვრევასდა ბედისწერა - დიდთვალება შიშად ქცეული,სანამდეც მაცლის ამ დაღლილი სხეულის თრევასმანამდე მომკლავს მონატრება შენი სხეულის..ვიდრე სიცივე ძვლებს მშიერი ძაღლივით დახრავს,უნდა მოვასწრო და ამ ღამეს ყელი გამოვჭრა,ვეღარ ვისწავლე ღმერთებისთვის მე თავის დახრა,ვერ დავანებე ჩემი ვნების ლაფში ამოთხვრა..ახლა ვერთობი ვერშემდგარი დასაფლავებითჭირისუფლები ვერ შევმოსე შავი ფერებით:შენი სიტყვები- დასეული გულზე ყვავები,შენი სიჩუმე - ამოსული ყელში ნერვები..უნდა წავიღო წერილი და გავიდე გაღმა,თუ მოვასწარი დავბრუნდები დილით გამოღმა,სიცოცხლეს ვყიდი- უვარგისს და საშინლად ნახმარს,მე ვერ მოვირგე, ან საჩემო ის არ გამოდგა..წამი ბევრია და სიცოცხლეც მათი ჯამია,უნდა დავასწრო, რომ სიკვდილიც ღმერთად მეწამოს,ასე მგონია- ღმერთი არის კაციჭამია,ნამდვილად ვიცი- მეც როდესმე უნდა შემჭამოს..სისხლი ცივია, მოურწყავი ძარღვებიც გახმა,მინდა მოვასწრო ამ ღამისთვის ყელის გამოჭრა,ახლა სიცივე ძვლებს მშიერი ძაღლივით დახრავს,დიდი ხანია გაყიდული სულიც ამომძვრა..უნდა მიშველო, ვიდრე ღამე ასე ბარბაცებს,თორემ ვნებები შეიძლება ისევ დაობდეს,გარდაცვლილ მთვარეს დავასვენებ კატაფალკაზე,ცივ თვალებს დავყრი ყვავილებად სასაფლაომდე..არ შემაწუხოთ, არავისი არ მინდა ნახვა,გამხმარ ძარღვებში გაყინული სისხლიც ამოხმა,სიცოცხლეს ვყიდი, უვარგისს და საშინლად ნახმარს,თუ ვერ გავყიდე, დავბრუნდები ისევ გამოღმა..ღამე იგლოვებს თავდახრილი ტოტების მტვრევას,მაჩქარებს ბედი- დიდთვალება შიშად ქცეულიდა დავამთავრებ ამ დაღლილი სხეულის თრევასროდესაც მომკლავს მონატრება შენი სხეულის.
2007