პოეზია · ლირიკა
* * * სვე მუხთალი წუთისოფლის მხლებელია
სხე მუხთალი წუთისოფლის მხლებელია,სულს მიხუთავს ბედისწერა მზაკვრული...ჩემი ჯვარცმა რაღა სახსენებელია,ჯვარზე როცა სამშობლოა გაკრული!საქართველოს, ოდითგანვე ცრემლით ნამულს,ვეფერები - ქართული ცის მქებელი...ჯოჯოხეთშიც წავიდოდი, ოღონდ მამულსდადგომოდა საშველ-სახიდებელი!!!