პოეზია · ლირიკა
* * * სინანული ამის მერე
სინანული ამის მერე -გაჩნდა გულში მთისხელა:ვინც ვერასდროს გავიხსენე,ისევ იმან გამიხსენა...ფერმკრთალი მზე ვიკმარე,დარდი მექცა გრიგალად.ვინც ვერასდროს შევიყვარე,ისევ მან შემიყვარა...ნასესხები გავა ხვალე,ზოგჯერ ვფიქრობ ამგვარად.ვინც ვერასდროს გავახარე,ისევ მან გამახარა...ყველაფერიც რომ ვიღონე,წლები მაინც მიგორავს.ვინც ვერასდროს მოვიგონე,ისევ მან მომიგონა...