↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ფიროსმანიშვილს

ტერენტი გრანელი 1898–1934

2010-08-121 წთ საკითხავი10098 ნახვა

—
შენ დაგედევნა სამიკიტნო რკინის რაზებით,ყალბი არღნებით გაწუხებდა ღამე წვიმაში,არ კადრულობდი შებრალებას ბედის წინაშე,დაგდევდა ლანდი მთვარისაგან განაბრაზები.
ჩუმად გეწვია საოცრების რუხი ხაზები,ფარულ კოშმარებს ატირებდი სევდის მინაში,შენ არ იცოდი დამშვიდებით ყოფნა ბინაშიდა ღამის ლოთებს დაეძებდი ღვინის თასებით.
ლოცვით ამსხვრევდი ზიარებას სასაფლაოზე,სისხლიან მკერდით აიტანე ბროლის არმაზი,ანთებულ მხატვარს საიქიო ალბათ გაოცებს...
შენი ოცნება ისვენებდა წითელ ნარმაზე.ცოდვილ ქალაქში დადიოდი ჩოხისამარა.საშინელებამ უცნაურად დაგასამარა...
ტერენტი გრანელი

ავტორი

ტერენტი გრანელი 1898–1934

ტერენტი გრანელი (კვირკველია) დაიბადა 1898 წლის 3 ივნისს (ძვ. სტ.) წალენჯიხაში, ღარიბი გლეხის სამსონ კვირკველიას ოჯახში. ხუთი წლისაც არ იყო, რომ დედა გარდაეცვალა. სამსონმა ცოლად შეირთო დარია მებონიას ქალი, რომელიც საბედნიეროდ, მეტად სათნო დედინაცვალი გამოდგა. ტერენტის ორი და ჰყავდა - მაშო და ზოზია. დედინაცვალს განსაკუთრებით ტერენტი ჰყვარებია. მორწმუნე დარიას…

ყველა ნაწარმოები (57) →

ტერენტი გრანელი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი