↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ქარი ფოთლებთან ისევ თამაშობს

ტერენტი გრანელი 1898–1934

2016-09-121 წთ საკითხავი10100 ნახვა

—
ქარი ფოთლებთან ისევ თამაშობსდა მე ბაღიდან ახლა ვბრუნდები.ალბად ეს გრძნობა მალე დამახრჩობს,ვიგრძნობ ყველაფერს და გავჩუმდები.და მოლოდინიც სცადეს თვალებმა,მოვარდა ქარი და სული მიჰყავს.და ახლა სადღაც შორს იმალებაქალი, რომელიც მე ასე მიყვარს.და იყო სევდის გულზე დასევა,ყვავილებია და კვლავ სიშორე.და მიხარია, დღეს რომ ასე ვარ,და მიხარია, რომ ვარ მდუმარე.
ტერენტი გრანელი

ავტორი

ტერენტი გრანელი 1898–1934

ტერენტი გრანელი (კვირკველია) დაიბადა 1898 წლის 3 ივნისს (ძვ. სტ.) წალენჯიხაში, ღარიბი გლეხის სამსონ კვირკველიას ოჯახში. ხუთი წლისაც არ იყო, რომ დედა გარდაეცვალა. სამსონმა ცოლად შეირთო დარია მებონიას ქალი, რომელიც საბედნიეროდ, მეტად სათნო დედინაცვალი გამოდგა. ტერენტის ორი და ჰყავდა - მაშო და ზოზია. დედინაცვალს განსაკუთრებით ტერენტი ჰყვარებია. მორწმუნე დარიას…

ყველა ნაწარმოები (57) →

ტერენტი გრანელი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი