↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

მე ერთი ფიქრი მაწუხებს

პეტეფი შანდორ

2016-09-121 წთ საკითხავი1730 ნახვა

—
მე ერთი ფიქრი მაწუხებს მარად,ვაითუ მოვკვდე ლოგინში წყნარად!ვაითუ მოვკვდე ნელ-ნელა,ნაზად,მჭკნარი,უსულო ყვავილის მსგავსად.და როგორც ქრება სანთელი მკრთალიმეც ისე გავქრე დავხუჭო თვალი.არა ასეთი არ მსურს სიკვდილი,მე მინდა მოვკვდე ბრძოლით,ჭიდილით.მსურს მუხა ვიყო შეურიგალიმაპობდეს მეხი,მგლეჯდეს გრიგალი.მთიდან კლდედ მოვწყდე უზარმაზარი,რომ ცა და მიწა შევძრა ზანზარით,როცა დაღლილი მძიმე უღელითხალხი აღსდგება მკლავმოუღლელი,დროშებს დააწერს თავისუფლებას,და ცა დროშებით დაიღრუბლება;როცა მტრის რისხვად,ხალხთ გასახარადყოველი მხრიდან დაჰკრავს ნაღარაიქ ჩემი სისხლიც დაიცეს წმინდამე იმ ბრძოლაში სიკვდილი მინდა.და რომ მომხვდება ბასრი მახვილი,უკანასკნელი ჩემი ძახილიდე,დაიკარგოს ქვემეხთა ხმაშიდე,გაქაფული ცხენებით მაშინჩემს მკვდარ სხეულზე გადითქარუნონოღონდ ჩამძახონ სასიხარულომტრის დამარცხების ხმა დარხეული...დე,გადიქელოს ჩემი სხეული!შემდეგ იქნება დაღუპულთ გლოვაც,მაშინ შეკრებენ ჩემს ძვალთა გროვას,ზარის გუგუნში დროშებს გაშლიანდროშებს ევლება შავი არშიადა დაგვმარხავენ საფლავში ერთადმათ,ვინც გასტეხეს სიმაგრე მტერთავინც საოცნებო დროშა გაშალათავისუფლებას ვინც ენაცვალა.

პეტეფი შანდორ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი