↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

მიყვარხარ ძლიერ... ძლიერ

პეტეფი შანდორ

2016-09-122 წთ საკითხავი1716 ნახვა

—
მიყვარხარ ძლიერ... ძლიერ...რაც გადის დრო და ხანი,მე უფრო მეტად მიყვარსშენი პატარა ტანი.შენი შავი თმის ბუჩქი,ეგ თეთრი შუბლის სერი,თვალები გიშრისფერი,ლოყები ვარდისფერი,შენი თითები მიყვარს,ორი პატარა თათი,ო, იცი, როგორ მიყვარსოდნავ შეხება მათი,ო, იცი, როგორ მიყვარსგამოუთქმელი ენით?-შენი გრძნობების სიღრმე,სულის სიმაღლე შენი,მე დარდიც მიყვარს შენი,შენი ღიმილიც ფარტო,მე ცრემლიც მიყვარს შენი,შენი კისკისიც მართობს,მე შუქი მიყვარს შენი,რა არის მისი ფასი!მე ჩრდილიც მიყვარს შენი,მზის დაბნელების მსგავსი.მიყვარხარ ძლიერ, ძლიერ...მწვავს შენი ტრფობის ალი,მიყვარხარ ძლიერ, ძლიერ...მთელი გრძნობით და ძალით.მტელი სამყარო ვრცელიშენით არსებობს ჩემთვის,რაზეც კი ვფიქრობ, ყველაფიქრს შენზე ფიქრი ერთვის.ძილში ჩემთან ხარ სიზმრად,ფიქრში ჩემთან ხარ დღისით,გულის ძგერის ხმა მესმის-შენი ხმა არის ისიც.შენთვის მივწვდები მწვერვალს,დიდების ყველა მნათობს,დიდებას დავთმობ შენთვის,შენთვის მწვერვალებს დავთმობ.შენი ოცნებით ვხარობ,შენს დარდს ვატარებ დარდად,მე სხვა სურვილი არ მაქვს,შენი სურვილის გარდა.მსხვერპლი ყველაზე დიდიმე მეჩვენება მცირედ,რადგან შენ გსურდა იგი,რადგან შენ შემოგწირე.შენს მცირეოდენ წყენას,სულ უმნიშვნელო წვრილმანსსდევს ჩემი სევდა დიდი,ჩემი ცრემლების წვიმა.მიყვარხარ ძლიერ, ძლიერ...მიყვარხარ ცხადად, მალვით,როგორც აროდეს არვინარ ჰყვარებია არვის.ეს სიკვდილს უდრის თითქმის,ეს შეუძლოა თითქმის,შენ ერთს გეკუტვნის ყველა,რაც სიყვარულად ითქმის:ძმაც ვარ, სატრფოც ვარ შენი,მამაც, დაო და დედავ,მე შეყვარებულს ყველასშენს სახებაში ვხედავ,სატრფოვ, შვილო და დედავ,ჩემო ძვირფასო ცოლო,ყველას მაგივრად, ერთადმე შენ მიყვარხარ მხოლოდ.რა მაბადია ქვეყნადამ სიყვარულზე კარგი,ძლიერ მიყვარხარ,ძლიერ,ვარ შენი ტრფობის შმაგი.თუ ტრფობისათვის რამეჯილდო იქნება ბოლოს,ის შენ გეკუთვნის მარტო,ის შენ გეკუთვნის მხოლოდ.ნაყოფი მისი არი,ვინც ნორჩი ნერგი დარგო,ეს სიყვარული დიდიშენ შემასწავლე, კარგო.

პეტეფი შანდორ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი