პოეზია · ლირიკა
ავსტიისადმი (მთარგმნელი: გრიგოლ აბაშიძე)
რამოდენიმე სიტყვა გადააკეთა და სათაური შეუცვალა დავით ლაღიძემ
შენც დაემხობი რუსეთო, როგორცდაემხო საბჭოთა კავშირივით ლენინის მოდგმა განიბნა,ისე ამაყი შვილები შენიგანიბნევიან მთელ ქვეყანაზე!განდევნა გელით, დამხობა გელით,სიკვდილი გელით თქვენ დიქტატორებს.თავს ღმერთს უტოლებთ, მაგრამ, როდესაცტახტს ნამსხვრევებად გიქცევენ, მაშინ,რომ არ გაგსრისოთ თქვენმავე ტახტმა,თქვენ გაიქცევით ყველაზე სწრაფად.მაგრამ, თქვენ ტახტი მთლად როდი გაგსრესთ.სხვა ხვედრი გელით, სიკვდილზე ძნელი:გამათხოვრებულ მაწანწალებადიხეტიალებთ მთელ ქვეყანაზე.ტყუილად იბანთ ხელს მოსაჩვენრად,თქვენ პონტოელო პილატებო!ხალხს მოატყუებთ, მაგრამ ხომ არისძალა, რომელიც ყველაფერს ხედავს.და არ იქნება თქვენი დანდობა,არც შეცოდება მცირეოდენი,არც შებრალება არავითარი,გოლგოთა ჩვენი თავისუფლების -აი, რა არის ჩვენთვის რუსეთი!თქვენ დაივიწყეთ ყველა სურვილიდა ერთადერთი სურვილის შეგრჩათ,სურვილი სხვებზე გაბატონების.თქვენ საშინელი ციხე ააგეთ,რომ იყოლიოთ ბნელში გონება.რომ არ დაადნოს გონების ცეცხლმათქვენი მონების მძიმე ხუნდები.ხოლო დანერგეთ და გაახარეთბოროტი ნერგი ძალმომრეობის,ნერგი ღალატის და მტარვალობის.ყაჩაღებს გმოსავთ მეფის პორფირი,ქურდებს ხელმწიფის გადგათ გვირგვინი.თქვენ ხალხს წაართვით უფლება ძალით,თქვენ დაიტაცეთ ხალხის ქონება.მაგრამ თქვენ ამ განძს თან ვერ წაიღებთ,მას წაგართმევენ თქვენივე ტახტისგახელებული ქვეშევრდომები.წინ გაგიგდებენ ნახევრად შიშველსდა რუსეთიდან შორს გაგდევნიან,ვით სამოთხიდან განრისხწბულ ღმერთსგანუდევნია ადამ და ევა.თქვენ იმათხოვრებთ, როგორც თქვენ გამოჩვენ ვმათხოვრობდით გაწამებულნი.მაგრამ ნუ ელით განკითხვას მათგან,განუკითხავად ვისაც ძარცვავდით.თქვენს დანახვაზე გააფურთხებენ,ზურგს შეგაგცევენ ზიზღით ყველანი.და თუ შიმშილით სიკვდილი გელით,დასამარხადაც არ მოგხედავენ,რომ შეხებისგან არ შეიბილწონ.თქვენი ლეშების გახრწნილ გროვაზე,მხოლოდ ყორნები დაფრინდებიან.თქვენ შავბნელ გვამებს არვინ შესუდრავს,სუდარად ხალხის რისხვა გექცევათ,ბნელ საფლავებად – ყორნის მუცელი.