↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ის ჩამოშორდა, როგორც სიზმარი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2019-06-131 წთ საკითხავი95271 ნახვა

—
ის ჩამოშორდა, როგორც სიზმარი,აუხდენელი და მომხიბლავი.არ ვიცი, საით წაჰყვა ზღვის ტალღებს,სად შეაჩერა უსაჭო ნავი.
მაშინ ცას უფრო სხვა ფერი ჰქონდა,სხვაგვარის ღელვით ღელავდა ველი,მაისი იყო, მთას მოჰხვეოდანაზ გაზაფხულის მთრთოლვარე ხელი.
მაგრამ ის მოვა შემოდგომისას,მოვა დაღლილი და ფერმიხდილი,ოჰ, რა მწუხარე ღამე იქნება,ვეღარ აღსდგება წარსულის ჩრდილი.
მაშინ მე გეტყვი, რომ მოკვდა გული,რომ სიზმარივით გაქრა ყოველი,რომ ჩემს წარსულში არ ვეძებ ახალს,და სიყვარულშიც ხსნას არ მოველი!
1914
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი