↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ის წაიყვანა ოცნებამ მისმა

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2008-05-131 წთ საკითხავი96960 ნახვა

—
ის წაიყვანა ოცნებამ მისმა,სადაც ჰაერი ზღვის ფერისაა.ის წაიყვანა იქ ფანატიზმმა,იქ ხომალდები ჰომერისაა.
იყო ფიქრები ასე სხვადასხვა.ახალგაზრდობის იყო ეს ვადა.ოქროს დროებამ იგი გადასვაიქ, სადაც ძველი არის ელადა.
ის სიყმაწვილე აღარ მოვიდეს,დროთა სიავეს მიაქვს ფაფარი, -ერთად ვთარგმნიდით მაშინ ოვიდეს,შენ წიგნი გქონდა და წინსაფარი.
გამოიცვალა ის ზნე და ჰავა.შავი არშია დღეებს ავლია.ზღვაზე ზვირთები მოვა და წავა,ცხოვრება ასე შემისწავლია...
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი