↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ის მიდიოდა ქუჩაში ერთი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2024-08-131 წთ საკითხავი95286 ნახვა

—
ის მიდიოდა ქუჩაში ერთი,მას მიჰყვებოდა წვიმა და ქარი;მისთვის იმ წამში არ იყო ღმერთი,მისთვის არ იყო ქრისტე და ჯვარი.
იგრძნო, რომ მაინც საოცრად ცხელა,გადიძრო ქუდი. მხურვალე შუბლი.წვიმის წვეთები მარცვლების ხელა,სიამოვნება ამ გრილი ღრუბლით.
თითქმის არ გრძნობდა სახლებს და კედლებს,ძილით დაბურულს არ გრძნობდა მხარეს.ეტლები ცვლიდენ მიმავალ ეტლებს,როგორც სიზმარში მხარე ცვლის მხარეს.
როგორ, საიდან... არ იცის თვითონ,ის უცნობ ხიდზე დგას. სხვაა ხიდი.მძიმეა ტვირთი? მაშ სხვებმა ზიდონ,ის ეხლა გახდა წყნარი და მშვიდი.
1927
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი