პოეზია · ლირიკა
როგორ მიყვარხარ!
როგორ მიყვარხარ! გრძნობას ვერ ვმალავ,მკლავს უნდობლობა შენი ფარული,რით დაგარწმუნო, არ მყოფნის ძალა,რით დაგიმტკიცო ეს სიყვარული.
ჩემი უბრალო სიტყვის არ გჯერა,რით გაგიფანტო ეჭვი ტიალი,მიყვარხარ! თუგინდ გითხრა ასჯერაც,მაინც არ გჯერა ჩემი ტრფიალი.
რატომ ოქროთი მდიდარი არ ვარ,არ დავზოგავდი შენთვის ათასებს,შემოგავლებდი ოქროს და ქარვას,შემოგწირავდი დიდ-დიდ ალმასებს.
მეფე რომ ვიყო, ლალებით სავსეგვირგვინს დავთმობდი, ოღონდ სუროთა,ოღონდ ყვავილთა გვირგვინი თავზეშენი ხელებით მე დამხუროდა.
რომ ცისარტყელა ვიყო შვიდფერი,ჩუმად, სიტყვასაც კი არ გეტყოდი,მე დავტოვებდი ლაჟვარდს სიმღერითწელზე სარტყელად შემოგერტყმოდი.
მზე რატომ არ ვარ, ღრუბლებში სადმემე დავტოვებდი სამყაროს ფართოს,თვალს დავხუჭავდი ყველაფრისადმი,რომ შენს თვალებში მეცქირა მარტო.