პოეზია · ლირიკა
პაატას და გიორგის
უკვე გიამბე ცოტნეს ამბავი,ცხრა ძმა-ლომგულთაკრწანისს მოფრენა,შავლეგოს ცხენის თეთრი ფაფარი,ტყეში რომ ხიზნობს....და იფოფრება...
როგორ კენკავენ უფლის ჩიტებითედორე ბერის წმინდა ნაფლეთებს,უკვე გიამბე:დავით,ქეთევან...უკვე ათასგვარ ტკივილს დაგპირდი...
შენ —გასაზრდელო ციდა მამულო,წინაპრის სისხლისცელქო ციაგო,ახლა ზღაპარი უსალამუროპატარა ბიჭზე... როგორ გიამბო?