პოეზია · ლირიკა
მასკარადი
ზნემდაბიური მოშიშებით,დიაცურ მკერდის მოშიშვლებით,იწილ-ბიწილოს მოყოლებით,ზაკვის და ცოდვის მოფონებით,უნიჭო ხოტბის ხატოვნებითპატრონის ღმერთთან გატოლებით,მკვეთრად ქალური მოკრძალებით-მოცალებით და მოძალებითგვმოძღვრეს სამშობლოს ერთგულებით,კალთა ცრემლებით დაგვისველეს,ოქრო-ზურმუხტით შემკულებიმკლავები თვალწინ დაგვისვენეს......ქორონიკონის გახსენებითმე არ მინახავს მასკარადი,-თვით შაჰის კარზე ნასვენებიამდენი მდედრი – მასხარათი!...