↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ბაბუა

ხაჯიშვილი ჟუჟუნა

2009-08-121 წთ საკითხავი1112 ნახვა

—
წახვედი, ბაბუ, თან საუკუნისგაისაგზალე ვარამ-ნაღველი,შენ ჩემი ძველი ჯიშის და მოდგმისუღლის გამწევი იყავ ქართველი...შენ დაგიბელავს ყანები ტორით,დაგიჭერია თევზი ფაცერითდა, ვით დიდგულა წინაპარ ლომებს-დაგიფრენია ტყიდან ასკერი!მიყვარდი, ბაბუ, ჩემში სამშობლოცდა ისტორიაც იწყება შენით...მოგიახლოვდი და დამეკარგეროგორც მამულის მაღალი ჭერი!მიყვარდი, ბაბუ, რომ შენი გზებისიმწრის ცრემლებით იყო სოველი,კერიის ცეცხლზე დამწვარი მხრებითლოცვა–ვედრების კარზე მდგომელი...მიყვარდი, ბაბუ, მაგრამ რაღა ვქნა,მოსაფერები სიკვდილში მრჩები,მიყვარხარ, რადგან მე შენი ცეცხლისალმინელებულ ღადარზე ვთბები,რადგან ცხოვრება გვერგო სხვაგვარიჩვენ - ლომგულების ციდა ბადიშებს,ჩიტის გულები დაგვაქვს კანკალითდა თქვენს ნაბუღრავ მიწას ვაბიჯებთ......შენ დაგიბელავს ყანები ტორით,დაგიჭერია თევზი ფაცერითდა, ვით დიდგულა წინაპარ ლომებს-დაგიფრენია ტყიდან ასკერი!...
ხაჯიშვილი ჟუჟუნა

ხაჯიშვილი ჟუჟუნა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი