↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

სიმარტოვე

ხაჯიშვილი ჟუჟუნა

2026-07-181 წთ საკითხავი1113 ნახვა

—
ახლა გრძნობა ისე ხალასია,
როგორც შენი სულის სიხატოვნე,
ალბათ მარტოობაც ლამაზია,
როცა ღმერთის სწორი მიგატოვებს.
დღეებს უსასრულო სევდად მიაქვს
შენგან განწირული ნატვრის გლოვა,
ალბათ სიყვარულზე სპეტაკია,
ასჯერ სპეტაკია სიმარტოვე.
ერთხელ კიდევ, ჩემო სალოცავო,
რამე გასაოცრად წმინდა მთხოვე,
მოდი , ერთხელ კიდევ გამომცადე,
კიდევ გამწირე და ...მიმატოვე!
ხაჯიშვილი ჟუჟუნა

ხაჯიშვილი ჟუჟუნა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი