პოეზია · ლირიკა
აქ
აქ ისე მოჰგავს კეთილი - ბოროტს,მართალი - მტყუანს, უგნური - ჭკვიანს,გულმოდგინება - მოუთმენლობასდა სიყვარული - მდაბიურ ტრფიალს,მოუსვენრობა - სიმშვიდის კარავს,მერცხლის სავანე – ასპიტის ბუდეს,აქ ისე მოჰგავს სინათლე წკვარამს,სიცხადე მირაჟს... და სწორი მრუდეს,რომ ღვთიურ ნათელს ვერაფერს არგებ,ამაო არის ჭმუნვა და შფოთი,ისე მხურვალედ ლოცულობს ბაგე,ვერ განასხვავებ წმინდანს და ცოდვილს...