პოეზია · ლირიკა
გამოეთხოვა
გამოეთხოვა ათასწლოვან შფოთიან ბურანს...და მომეახლა ჩემი ასაკი.შეფარებია მარადიულ ყვითელ ორგიასსული, სხეულში ჩაფრენილი პეპელასავით.სავსე მაქვს ტანი, მზით და მიწით სავსე მაქვს ტანიდა მებრალება განწირული სისავსე ჩემი,დასტირის მიწა ჩემს ვარდისფერ ჟრჟოლას და ამურსდა ცისკენ ჟონავს სული ჩემი, გამდნარი ცრემლი.როგორ გავექცე დათვლილ წამებს, როგორ გავექცე,მკერდზე მიტოკავს უცოდველი პაწია თათიდა ჩემს სარეცელს, გათანგულ და რძიან სარეცელსგადასდის რძის და დედობის მადლი...ჰოი, ზეცაო, რას მპირდები, მითხარ, სანაცვლოს?მოენატრება მიწას ჩემი ცრემლის თოვებადა დააჩნდება მზესაც ლაქებადჩემი არყოფნის უსაზღვროება...სავსე მაქვს ტანი, მზით და მიწით სავსე მაქვს ტანიდა მებრალება განწირული სისავსე ჩემი,დასტირის მიწა ჩემს ვარდისფერ ჟრჟოლას და ამურსდა ცისკენ ჟონავს სული ჩემი - გამდნარი ცრემლი...