პოეზია · ლირიკა
თუბალ, გასჭედე
ზღვა _ მობრიალე სფინქსის თვალები,მთები _ ნაჭედი, თითქო, ხალიბისდა ზედ, ვითარცა თეთრ ეტრატებზეგადაწერილი სისხლის ხალები.აქ წინაპარი ბრინჯაოს მკლავითისევ მიბელტავს ურარტუს მინდვრებსდა ვით სამშობლოს მარადი კვამლი _სული მიბოლებს ძველთაძველ მითებს.
შეხსნა ურდული, თავგამეტებითმქროლავმა ქარმა საუფლოს კარებსდა ბნელ ტყეებში მივეხეტებიგრძნობაშეშლილი ხეთური მთვარე.
მიმაქვს ცრემლები ადგილის დედისდა სინანული _ როგორც მძევალი,თუბალ, გასჭედე შენ ჩემი ბედი,თუბალ, დაარჭე აქ სატევარი! _
ჟამმილეული დიდების გვერდითყოფნა-არყოფნის ქრიან ქარები...იცან სამშობლო! _ პირველი კერპი,ცას შეალეწე რვალის ფარები!...