↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ნუ გსურს, ძვირფასო

ხაჯიშვილი ჟუჟუნა

2026-07-181 წთ საკითხავი1119 ნახვა

—
ნუ გსურს, ძვირფასო, დარდი გამანდო,
მიჯობს ლოდინი, ვერ დაუთვლელი...
ნურც უზრუნველის ფანდით გამართობ,
ქვა ვარ, ლოდივით ცივი, უთქმელი.
სჯობს დამეკარგო უმისამართოდ,
გინდა დაგადონ ფრთებზე ხუნდები,
ვერც შირაზს გპოვო, ვეღარც ყაბარდოს,
ვერც საყმოს გულქვა ტაიფუნდების...
ამ ჩვენს ცხოვრებას ღმერთი თავადობს,
ვეძებთ ცხონებას, მიწას ვუნდებით...
სითაც გისროლე ჯავრის ქამანდო,
ბუმერანგივით უკან ბრუნდები!...
ხაჯიშვილი ჟუჟუნა

ხაჯიშვილი ჟუჟუნა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი