პოეზია · ლირიკა
ქეთევან წამებული
- დიდსულოვნება ჩვენი დიდი და დიადია,ოღნდ დასტური მოგვეც, დასტური სიტყვა!- არა!- რაც ქვეყნად გაბადია, და რაც არ გაბადია,გიბოძებთ ყოველივეს, ოღონდ ინებე!-არა!- არ არ დიდი ცოდვა და დიდი ტრაღედია,იზრუნო მომავალზე, და სიცოცხლეზეც...- არა!- თუ გსურს, ქართული ხმა და ქართული მელოდიაოდესმე მოისმინო, უარს ნუ იტყვი!- არა!- თუ გსურს, გახედო კვლავაც ალაზანსა და ლიახვს,თანხმობის ერთადერთი სიტყვა გვაღირსე!- არა!- თუ გსურს, დაბრუნდე კვლავაცმთათა მაღალთა წიაღ,ნუღა წარმოთქვამ - არას, წარმოთქვი ოდენ...- არა!-მაშასადამე, რჩევამ ამაოდ ჩაიარა,აღარც მუდარამ გაჭრა, აღარც მუქარამ...- დიაღ!1976