↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ქარი ქრის

ჯავახაძე ვახტანგ

2011-11-121 წთ საკითხავი26989 ნახვა

—
ვიყიდი მობილურს, რომელმაც მისამართს დაადო ყადაღა,ავკრიფავ ნომერს და ჩავმარცვლავ:სადა ხარ? სადა ხარ? სადა ხარ?ხმა მესმის: ამეწვა მარცხენა გული და მარჯვენა ლავიწი,შენა ხარ, ნამდვილად შენა ხარ,ოღონდაც სადა ხარ, არ ვიცი.აგორდა გორგალი ეჭვისა, რაკიღა თვალი თვალს მოშორდა,და ფიქრი პატარა ბიჭივით გაშოლტა, მიშოლტა-მოშოლტა.აგორდა, ცისფერი დამალა, მიმალა-მომალა, შენიღბა,ცისფერი მწყურია მე შენი თვალები - და არა შენი ხმა.აიჭრა კარტი და არ მყოფნის სიტყვები გამოსახატავად:არ ვიცი, არ იცი, არ ვიცით:სადა ხარ, სადა ვარ, სადა ვართ!2001
ჯავახაძე ვახტანგ

ჯავახაძე ვახტანგ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი