პოეზია · ლირიკა
ფრანგ მებობარს
(რა თქმა უნდა, ხუმრობით)მომწონს თქვენი სიყვარული -ეიფელის ოდენა,მაგრამ უცებ მახსენდებათქვენი გილიოტინა:ვინც კი თავდადებულებისმზე აქო და ცა აქოდა ვინც თავი გამოიდო,ყველამ თავი წააგო.ხოლო ვინც თავს ევლებოდასამართლიან მოტივებს,თავი გაამეტებინეს -გააგილიოტინეს.არ ცდებოდნენ, ასხვავებდნენუთავოს და თავიანს,რადგან ტანი - დანარჩენი -თავის ზედსართავია...იცინოდა სიხარული,სიყვარული ტიროდა,ბევრი დარჩა - თავმოჭრილიუგილიოტინოდაც...თუ დაგჭირდეს, რას მიქვიათმა და თვალი - გიშერი:შენი გილიოტინა დაჩემი - კისერი!