↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

პოეტს

პუშკინი ალექსანდრე

2023-05-121 წთ საკითხავი9125 ნახვა

—
ნუ გიღირს ძვირად სიყვარული ხალხისა. ვიცი,გავა ხმაური აღტაცებულ დიდების დიდისდა გაიგონებ სულელთა მსჯავრს, ცივი ბრბოს სიცილს,მაგრამ დარჩი ისე მტკიცე, პირქუში, მშვიდი.
შენ ხარ მეფე: იყავ მარტო. გაჰყევი რწმენითთავისუფლების გზას, საითაც გონება გიხმობს.სრულყავ ნაყოფი საყვარელი ფიქრების შენისდა ჯილდოს კეთილ საქმეთათვის ნურასდროს ითხოვ.
ნუ ითხოვ, რადგან შენ თვითონ ხარ მისი მფლობელი, -შენივ მსაჯული უმაღლესი და ულმობელი.მოგწონს თუ არა, რაც შეჰქმენი წვითა და ლხენით?
თუ მოგწონს, მაშინ დაე გლანძღოს უგუნურმა ბრბომა,დაე მან ზიზღით მიაფურთხოს შენს წმინდა შრომასდა საკურთხეველს, სადაც ცეცხლი ანთია შენი. . .1830

პუშკინი ალექსანდრე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი