↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

პოეტი და ბრბო

პუშკინი ალექსანდრე

2023-05-122 წთ საკითხავი9127 ნახვა

—
სარჩევი 3
  1. პ ო ე ტ ი
  2. ბ რ ბ ო
  3. პ ო ე ტ ი
Procul este provani
პოეტის ჩანგი შთაგონებულიარა გულდასმულ შეხებით ჟღერდა.იგი მღეროდა. . . გაოგნებული,ცივი, უვიცი ხალხის კრებულიაზრდაბნეული უსმენა ერთად.და ასე სჯიდა ბრბო უმეცარი:"ნეტა რად მღერის ტკბილად ძალიან?სმენას აოცებს ხმა უეცარი,მაგრამ აქ ჩვენთვის რა მიზანია?რას აფანტურებს - ცოდნას გვაძალებს?გულს რად აღელვებს, ან რად აწვალებს,ვით ჯადოსანი დაღის დამჩენი?მისი ხმა ლაღი ქარის დარია,მაგრამ ქარივით ნაყოფ მკვდარიადა ჩვენთან ნაკლებ გამოსაჩენი".

პ ო ე ტ ი

ხმა ჩაიკმინდე, უგნურო ხალხო,ვარამის, ჭირის მონა ვალგახო,მძაგს შენი სფოთვა და შედავება,მატლი ხარ მიწის, სხივის არმქონი,სარგებელს ელი - სასწორზე სწონიშენ ბელვედერის უკვავ ღვთაებას.შენ გამორჩენა აქაც გჭირია,თუმცა ღმერთია ეს ქანდაკება,შენთვის ქოთანი უფრო ძვირია,საჭმლის სახარშად გამოგადება.

ბ რ ბ ო

არა, თუ შენ ხარ ზეცის რჩეულიღვთის ელჩი, მიწას შემორჩვეული,ხალხს მოახმარე მადლი ცხოებული,გაჰკურნე გული გაცეცხლებული,სულმდაბალი ვართ, შურით ძლიერი,ბოროტი, ურცხვი, არმადლიერი,საჭურისივით გულის მქონები,მაბეზღარი და ბრიყვი მონები.ჩვენ მრავალ ცოდვით ვართ უბედურიცოდვა მოყვასის - გულის მწველია,მოგვეცა სწავლა ჩვენ გაბედულიდა ჩვენ მოგისმენთ უეჭველია.

პ ო ე ტ ი

შორს გამეცალეთ - რა ესაქმებათქვენდამი პოეტს - მშვიდობის მთესველს.გარყვნილებაში ქცეულნო ქვებადვერ გაცოცხლდებით ვერც ჩანგის ხმაზე.სულს სძულხართ როგორც კუბოს ფიცარი,ღვარძლის, სირეგვნის საქმე ის არი,რომ თქვენ ხართ წელში გამართულებიშოლტით, ნაჯახით და ურდულებით.მაინც მონებო, დადუმდით, კმარა! . . .თქვენს ქალაქების ქუჩებში მარადმტვერს ჰგვიან - შრომა მართლაც კარგია,მაგრამ ქურუმეს ჯერ თავის დღეშიწირვა-ლოცვა არ დაუკარგავთ,რომ თქვენი ცოცხი აეღოთ ხელში.არა ცხოვრების ღელვით ხმობილი,არც ანგარების და ომის მცველად,შთაგონებისთვის ჩვენ ვართ შობილი,წმინდა ხმებისთვის და სალოცველად.
1828

პუშკინი ალექსანდრე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი