↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

მე მხოლოდ მახსოვს

გელოვანი მირზა

2026-07-181 წთ საკითხავი7913 ნახვა

—
მე მხოლოდ მახსოვს, რომ გასაშრობადცას ეწვა ნისლი უკაბადონო.მე არ მქონია ქვეყნად ბავშვობა,თქვენ უსირცხვილოდ სტყუით, ბატონო,შეხედეთ ჩემს გულს ათასგზის ნაგმობს,ქარმა, ღამემ და სიცივემ აცრა.თქვენ რაღაც სუფთა ყვავილზე ამბობთჩემი უსიტყვო ცრემლების ნაცვლად.მე მხოლოდ მახსოვს, ქარი ულხინოდმიაქანებდა ბედს უპატრონოს,თქვენ უსირცხვილოდ, ო, უსირცხვილოდჰო, უსირცხვილოდ სტყუით, ბატონო.ხომალდი ჩემი ტალღებს ქაფიანსარც შველას სთხოვდა, არც სთხოვდაშეხლას.მე მაქვს უბავშვო ბიოგრაფიადა ერთადერთი ამით ვარ ქვეყნად.
გელოვანი მირზა

გელოვანი მირზა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი