პოეზია · ლირიკა
მეგობარ პოეტს
გ. ძ....სიქნებ იმისთვის, რომ საკუთარიიყავი გულით და გარეგნულად,იქნებ იმისთვის, რომ მე სხვაგვარი,შენ სხვაგვარი გზა ბედმა გარგუნა,რომ შენი მწარე, ქილიკი ენა,მე არ შემეძლო ახლოს მეთმინა,იქნებ იმისთვის, რომ შენ ერთხელაცარ მომიგონებ ასე კეთილად, -მე შენ გეძახი... სადა ხარ ეხლა,სად იქნევ მკლავებს, ბრძოლას უჩვევი...ამაღამ მტერთან მომიწევს შეხლადა იქნებ ტყვიას ვერც გადვურჩები.ამაღამ ჩემი სვანური მუხლიმე შემახვედრებს მტერთა ბლინდაჟებს,დღეს ჩემი იყო საღამოს მწუხრი,ხვალ იქნებ ჩემთვის არც ირიჟრაჟებს....და ვისაც ყოფნის მტკიცე იმედიარ შორდებოდა ძალღონემიხდილს,ვინც იწვა თოვლში სიკვდილის გვერდითდა მტრის საფარში გზავნიდა სიკვდილს,ვინც მომაკვდავ ძმას გაშორდა ქარში,სახეს უსისხლოს და განაოცებს,ვინც იარაღთან მივიდა ბავშვი,და ახლა შუბლზე ითვლის ნაოჭებს, -მას შეუძლია ბავშვობის ზიარსგისაყვედუროს, გაგკიცხოს შორით,თუ სიტყვა შენი არა ჰგავს ტყვიას,ამ სასტიკ ომში ჩემგან გასროლილს.1943