↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

მელოდე

გელოვანი მირზა

2010-08-121 წთ საკითხავი7913 ნახვა

—
მე დაბრუნებით ტკივილებს წავშლი,ოღონდ მოსვლამდის, ოღონდ ბოლომდის,როგორც გაზაფხულს ელიან მთაში, -შენი ლამაზი გული მელოდეს.შევყრი მეგობრებს, მაღალ მაყრიონს,ორღობეებში გასროლას დოღის,ზეცის ჩამოხსნას, მთების შერყევასჯილდოდ მივუტან მხურვალე ლოდინს.და შენს ეზოში დაუკრავს ზურნა,დაბალი ხმებით დუდუნი დოლის,აგიცხადდება სიზმარი შორი,გაგახსენდება დობილთა ზრუნვა.გეტყვიან... ოი, ჰკარგავ ბავშვობას,ოი, დობილებს გვტოვებ ბავშვებად,მშვიდობა ყრმობას და თამაშობას,მშვიდობის შუქი ნურც მოგეშვება.... და ქორწილს ზეცის სუფრაზე გავშლი,ოღონდ მოსვლამდის, ოღონდ ბოლომდის,როგორც გაზაფხულს ელიან მთაში, -შენი ლამაზი თრთოლვა მელოდეს.
გელოვანი მირზა

გელოვანი მირზა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი