↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

სან!

ჯანაშია ნათია

2026-07-181 წთ საკითხავი2023 ნახვა

—
სან! \"მარენოში\" გელოდები დილის ათიდან,სანმარენოში ახლა ბინდი დაბოდიალობს.ამოიწურა უბეები ზღვამ და ქაფიდან,ბაბუაწვერად მოისროლა ქაფი ქარაფზე.
მოგიბოდიშე, ვერ გირეკავ, მძიმე კვირაა,გუშინ ბოდბეში შენზე ფიქრით ენთო კელია.სან! ასე: თითებს დავალაგებ მღელვარე დუმილს...ასანთით ხელში შენც მოგბეზრდა ქუჩაში დგომა.
მწამებს ვიღაცა გიჟობას და არც თვლის სათუოდ,მოწმედ მეგობრებს მოიყოლებს (რა აქვს სათქმელი)...სან! ხომ კარგია გაზაფხულზე ტრფობის ბარტყები?სანამ ხეხილის სიქალწულე დაიბერტყება.
სან! ჩვენ ხომ ვიცით, საშიშია ადამიანი...საჩვენოდ ერთმა ღრუბელმაც არ გადაიარა...სან! \"მარენოში\" გელოდები დილის ათიდან,სანმარენოში ახლა ბინდი დაბოდიალობს

ჯანაშია ნათია: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი