პოეზია · ლირიკა
ელე
ვიწრო გვირაბი.გამოვდივარ, ისევ ვბრუნდები,ამიწყლიანდა თვალები და ვხვდები,რომ ჩემი სხეული გაცვეთილი საბურავია.აქაც გრძელდება თურმე სიცოცხლე,მიჭირს მოყოლა.გავიყავით...ვიჩხუბეთ...არ დამინდეს...იქ ერთმენთის სისხლს ვიფიცებდით.გვშიოდა, გვწყუროდა, გვციოდა, უქალობაც გვჭირდა.ვერ გავუძელი, ისინი შეიცვალნენ,მე ტყეში გავიჭერი,ზუსტად არ მახსოვს, მოხუცი ხეების ქვეშ რატომ ვცეკვავდი,რა მეცეკვება მეთქი, გავიფიქრე დაფოთლები წვერებად ამომეზარდა.ელე...ელე...ელეეეე...სად აღარ გეძებე, დროში არეულმა თავი ჩამოვედიბრაზის მაგიდაზე,თვალი გადავავლე ყველაფერს,მერე რა, რომ ვერ გპოულობ,მერე რა რომ მინდოდა გაგპარვოდი ორი დღითდა მეგობრებთან ერთად დამესვენა,მერე რა რომ სულელი ვარ...აი, მე შენ ამ ყველაფრითაც ძალიან მეყვარებოდი.ელეეე,ყველა ფოთოლი შენ გგავს, სიფრიფანა, მრავალფერი,ზოგჯერ ხმელიდა ვაი, რომ ჩვენს მხარეშიც ქარი იცის.იქ, სადაც დავტოვე რამდენიმე მეგობარი და ჩემი მთელი ბავშვობაიქ, არაფერი იცის.იქ, ერთფეროვნება ცვლის ერთფეროვნებას.იქ, ცარიელი ქალაქი დგას, დგას და გვეძახის...ელე, იქ...მომეცი ხელი, რა მალე მოსულა ზამთარი.ეს ჭრელი კაშნე როგორ გიხდება.ახლა მეტყვი: არა, მე ვუხდებიო...გახსოვს ანრის დედა მეზობელს რომ წყევლიდასულ ერთი სიტყვით:x\"სიკვდილი\"-ო?!შემპირდი, რომ რაც არ უნდა ჩავიდონო,არ დამწყევლი.იქ, ელეე, სიცოცხლეს საგიჟეთი ქვია,წყალს-ნერვები, პურს-უსხეულობა,გაგიმართლა, იქ ღვინო არ იციან...იქ, არც მეგობრობა იციან, ელე...აქეთობისას, ფეხში დაჭრილმა, ზღვის ნაპირთან დავამარცხე სიკვდილი,ღრმად ჩავფალი სილაში...ბასრი ვარსკვლავი მკერდში შემომიძვრადა ქიმებით დამესერა გული...არა, ელე, ის ღვინო არა, სისხლი იყო,დედაჩემის და მამაჩემის სისხლი, კიდევ უფლისდა კიდევ ჩვენი მომავლის სისხლი.ელე, სანაპიროზე რამდენიმე ძვირფასი ადამიანი დამრჩა,მაგრამ ვიცი, რომ მივბრუნდები და...
......................კარგად დამიმიზნეს,ზუსტად მარცხენა მხარეს,ზურგში მომარტყეს.ახლა შენს ხელებს ვიცავ ზამთრისგან, ზუსტად ისე,როგორც ჩემი მეგობრის საფლავს ბებერი ჭადარი.ელე, მე იქიდან მოვდივარ!