პოეზია · ლირიკა
დუოსი
ჩემი სიყვარული დუოსის ტელეფონია-არასდროს ცალმხრივი,იცვლება ნომრები, პასუხი ერთია:შემეშვით! მაცილებ,როგორც ყოველთვის, როცა შორს მივდივარ,თან მუდამ ვცივდებიდა ტუჩის კუთხესთან ჰერპესი მრავლდება,თუ გინდა დამცინე.
ძონძებს რომ ვეძახით(ვითომ არ გვიყვარს),ქვია ტანსაცმელი...სარკეს თავს ვაბეზრებ, დილიდან დავიწყევარჯიში, საცდელი...ქალაქი ჭურია, მოდა საჭურისი გახადეს,სხვაგვარად ჩავიცვა?როგორ მეზარება წვიმა და ტალახი, საქმე მაქვსნუ მაცდენ.
გახდა შუადღე და მიწევს შესვენება, რა ვჭამო?არ მშია არასდროს,მიმტანის წინსაფარს აცხია შვიდფერი ლაქები(ყავა დაგავა დროც),ისე შემომხედა, სადღაც მინახავსო გაიფიქრა,არ ჰგავს ორატორს(სხვადასხვა ხარისხის სიგარეტის ბოლსდარბაზი ვერ იტევს).
რა მალე ღამდება. არავინ მირეკავს, გადავრეკო?არა, მერიდება.სხეულში სინდისის ჯირკვალსაც სურდო აქვს,ნეტავ ვინ გადამდო?ისეთი ამინდია, თუ მოინდომებ დროსაც გაუსწრებ,ღირს კი შერიგება?მოაქვს ანგარიში და ჩემი დუოსიცგამოვრთე ვადამდე.