პოეზია · ლირიკა
თუნდაც მომეჩვენე
შენებრ არავისთან არ მსურს საუბარი,რადგან ყოველი დღე ქუხს და იღრინება,თვალმა გააბოტა ფიქრთა ნაგუბარისევდა, ვიღაცისთვის მეტიც ვეღირები,ვიდრე არსებობა, მაგრამ ახლა უფრო,ახლა მეტისმეტად მწყინს და მენანებაის დრო, ჩემო ძმაო, ცა რომ ვაფერადეთ,ახლა სულებივით ქარში ნანაობენ,მერე დასვრილ ხელებს მიწა შევაწმინდეთ,მზერა მივაყუდეთ აღმართს საზურგეზე,ყულფში გაეტია ღამე ,შერაცხადი,ალბათ კიდევ რამდენ რამეს გვაუწყებენწლები, აფთრებივით ბედს რომ გვიჩეჩავენ,ძმაო, არ დალეულს ვეძებ სადღეგრძელოს,შენ რომ ჩემთან იყო...მითხარ სად გავჩერდე,ანდა...შენსკენ გზები საით გავაგრძელო...ვწვები ალიონის მხრებზე თავმიდებულს,ასე უფლის ფეხებს ვკოცნი შეღამებით,მერე ჩემო ძმაო, ვიწყებ თავმდაბლურადშენზე საუბარს და როგორ მენატრები...სადღაც შიგნით ახლა ხეზე მზე იზრდება,ფიქრებგამოყრილი, ტოტებდალეწილი,გარეთ იანვარმა ყინვით დაიზილასახე-საფეთქლები, შენც ხომ მემოწმებიროგორ ნელა დაგვდის ტანში ჟრუანტელი,როგორ შევიკედლეთ სისხლში უჩვენობა,სანამ დამაყრიდეს მიწის ფანტელებიმუჭით მისივე თავს, თუნდაც მომეჩვენე,ოღონდ ჩემთან იყო, ოღონდ გიყურებდე,ოღონდ...