↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

მე ვცხოვრობ ცარიელ არათითზე

ჯანაშია ნათია

2026-07-181 წთ საკითხავი2018 ნახვა

—
ქუჩაში გოგონა იებით, იოლად მიხვდებით მიჯნურია...გარბიან ხეები მითითებით...მოხუცი სიცოცხლეს ეფერება.ნიკაპის ორმოში ჩათესილი იმედი წუხელაც მაჯერებდა,რომ უნდა წავიდე, დავიმალო, ნერვები დარბიან ელფებივით.ბავშვობის საკერავ მანქანაზე ბედს ჩემი სიცოცხლე შევუკვეთე,მე ვცხოვრობ ცარიელ არათითზე, მესამე სართულზე ნაოჭიდან.დღის მთვარემ საღამო ამობურცა, ქალაქი გულივით შეიკუმშა,სარკიდან ამოძვრა ქედმაღალი ტკივილი და ჩემს თავს მევაჭრება.ორსული ქალივით გადაგორდა გზიდან მოყვითალო ავტობუსი,ხიდთან შემაჩერეს პატარებმა, დედამ დაგვტოვაო უსახლკაროდ,მალე უსათუოდ დაბნელდება, მთვარე შევა ზეცის სასტუმროში,მე კი ავუყვები ფიქრის უბანს, ბედი მომაკითხავს სამკითხაოდ.

ჯანაშია ნათია: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი