↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

თერძი მელა

ჯანაშია ნათია

2026-07-181 წთ საკითხავი2024 ნახვა

—
თერძივარო, იკვეხნიდაკუდფუმფულა მელია:- საქმე თავზე საყრელი მაქვს,ჯერ არ შემომლევია.
ჩემთან დადის ცხოველებისთითქმის ნახევარია,ქურქით თავს რომ იწონებენ,ჩემი ნახელავია!გვიან ღამით დავამთავრეწუხელ ლომის შეკვეთა,ის ფაფარი მე შევკერე,ამ დილით რომ ეკეთა.
მე შევმოსე თბილი ქურქითზამთრისათვის დათვები,სასკოლოდ მე შევუკერეკენგურუებს ჩანთები.
რასაც მელა იკვეხნიდა,კურდღლებს გაუგონიათ,ამ ცანცარებს გრძელი ყურიტყულად არ ჰქონიათ.
გაიფიქრეს, ნუთუ თავადლომმა ანდო ფაფარი?- ვთხოვოთ კუდი შეგვიკეროსთავის კუდის სადარი.
მეორე დღეს მელიასთანრიგი დადგა კურდღლების,ყველას სურდა დაგრძელებაპაწაწინა კუდების.
მელაკუდას უხარია,ზომებს იღებს ხალისით,კუდის კერვა რომ არ იცის,თქვენ გგონიათ განიცდის?
ერთ კვირაში დაიბარაყურპარტყუნა კურდღლებიდა სულ ყველას გამოაბამოჯღანული კუდები.
- არც ისეთი ურიგოა!ჩურჩულებენ ჩუმ-ჩუმად.- არც ისეთი გრძელი არის,- არც ისეთი ფუმფულა!
მელაკუდა ანუგეშებს:- ჩემი საქმის მე ვიცი,კუდები გაქვთ სანაქებო,ყურთა შესაფერისი!
ციყვებმა რომ ეს გაიგესუჰ, იმდენი იცინეს:- კუდი აბა რა კუდია,თუ ვერ გააქიცინე?

ჯანაშია ნათია: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი