↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

კოკლოზინა

ჯანაშია ნათია

2026-07-181 წთ საკითხავი2023 ნახვა

—
აღარმინდა ამდენი
სტაფილო და ჭარხალი,
გავიზრდები ისედაც
ღონიერი, მაღალი.
ჩემი ძაღლი გინახავთ ?
ძლიერია, ჭკვიანი.
აბა, ჰკითხეთ თუ უყვარს
ბოსტნეულის წვნიანი?
წუწკი თაგვი რომ გვიმზერსცალი თვალით სოროდან,
აბა, ჰკითხეთ, ყოფილა
ერთხელ სტომატოლოგთან ?
მე კი მეუბნებიან,
გაიფუჭებ კბილსაო,
თუ ყოველდღე დაკვნიტავ
კანფეტებს და თხილსაო.
ის მაჭამეთ, რაც მიყვარს,
რაც არასდროს მწყინდება,
რა ჯობია, ყელი რომ
ჩამიკოკლოზინდება.

ჯანაშია ნათია: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი