↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ლაბირინთი

სულაკაური გიგი

2026-07-181 წთ საკითხავი1374 ნახვა

—
მე მსხვერპლი ვარ საკუთარილოგინისათვის,მისი მსხვერპლი ვარ დაბადებიდან,სამუდამო, ვიდრე ბოლომდე...ჩემი ლოგინი ლაბირინთია,სადაც შეღწევა ისეთივე ურთულესია,როგორც იქიდან თავის დაღწევა.იქ არც მზე არის და არც მთვარეა,რომ გაანათოს სველი სიცხეერთმანეთში ჩახლართულილაბირინთის უჰაერო დერეფნებისა,ჰო, ერთმანეთში გადახლართული,ნერვებისგან დამსხვრეული თითებისმსგავსად...დაძინება რა სათქმელია,ძილს დრო ჭირდება, ჟამი, ეპოქა,მთელი კვირა, დეკადა და თუ მაინცდაგდო პატივი და მოგეახლა,ფერით, სუნით ვცნობ, რომ იქ არ მოვხვდი,სადაც მინდოდა,სადაც კარგ ბილიკს მიყავს ხოლმეადამიანი...ვცნობ-მეთქი, რადგან არ მეორდებაგასასვლელები, ოთახები, არც _ ჩრდილები,ვეღარავის და ვერაფერს ვეღარ ვპოულობდა თუ შემთხვევით ვინმე უცნობსგადავეყარე,დაზაფრულები,რახან ორივეს გვეშინია ერთიმეორის,მაინც დიდხანს, უხმოდ ვსაუბრობთ,განცვიფრებულნი საკუთარი ტელეპატიით...

სულაკაური გიგი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი