პოეზია · ლირიკა
*** "ნახვამდის"
ნახვამდის! Aარა!მხოლოდ მშვიდობით!მე გზა მიჭირავს, როგორც ბებუთი,კარიც ღიაა, სარკმელებიც დავარსკვლავებიც ჩვენებურადარის პურზე ღვინოსავით დაწვეთებული...წავედი, ვაგდებ ამ ჩემს შექმნილ,გამოგონილ თუ აწყობილ ჩემივ სამყაროს _(ღმერთმა უწყის, ვისთვის ავაწყე,ანდა ვისთვის გამოვიგონე)აღარ მჭირდება!ახლა ნება მაქვს, რომ იქ მივიდე,სადაც უკეთესს ანდა უარესსსამყაროს მოვქსოვ ობობასავით დაიქ მარტო ვიმოძრავებმდუმარებაში, ბინდში და ნელა...მარადიულო პანტომიმავ,გაუგებარო ყველასათვის,იქ არც ხემსია, არც სამოსელი დაარც მუსიკა ტექსტითა და არანჟირებით დავერ გაიგებ, რა ფერისაადანერგილი ბინდში ჩრდილები...სამკაულები სხვა გზებისაა!დარჩეს იმ გზაზე, რომელიც უკვეაღარც კი მახსოვს რისთვის გავცვითე...ხმაც არ მჭირდება, არ გავიღებ,რომ არ დაგღალოთ და დაგაბეროთ, _მე ხომ ძველი ეგოისტი ვარ...